კახეთში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა
კახეთში კოვიდ 19- ის დიაგნოზით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 79 წლის მამაკაცია, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნიდან იყო. ის მკურნალობის კურსს თელავის რაიონული საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიოდა.
რეგიონში ამ ეტაპზე, მკურნალობას 1855 მოქალაქე გადის, მათ შორის 1723 ბინაზე მკურნალობს, 1 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 131 კოვიდ -კლინიკაში იმყოფება. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა კი 931- ია.
ბოლო რამდენიმე თვეში კორონავირუსით 7,719 პაციენტი გამოჯანმრთელდა.