უხვმა ნალექმა პრობლემები ხაშურსა და სურამშიც შექმნა
გადაუღებელი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ხაშურსა და სურამში, სანიაღვრე არხში წყლის დონის აწევა გამოწვია, რის გამოც რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა. ადგილზე მუშაობენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპეც. ტექნიკა. ამ დროისთვის, ფაქტობრივად, ამტუმბვის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. გარდა ამისა, ქარელის მუნიციპალიტეტში დაიტბორა რამდენიმე მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ნათესი კულუტურები არ იყო და შესაბამისად ამ მხრივ ზარალი არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ტერიტორია გეოგრაფიულად უხვტენიან ადგილასაა და საჭიროებს სადრენაჟო სისტემის მოწყობას. მიწის მფლობელებს შესაბამისი რეკომენდაცია უკვე მისცა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
ამ დროისთვის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია.