საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
1979 წელს დაბადებულ მ.ს.-ს საცხოვრებელ სახლში პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.