ზვიად შალამბერიძე: გზები ჩახერგილი არ არის, თუ სადმე პრობლემა შეიქმნება, ჩვენ მყისიერად იქ ვიქნებით

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წყალდიდობის მიუხედავად, ამ დროისათვის რეგიონში საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული არ არის.

მისი თქმით, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება.

“უხვმა ნალექმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. რამდენიმე მონაკვეთზე ჩაიხერგა გზა, ზოგან დაიტბორა სავარგულები.

მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შესაბამისი სამსახურები, მიმდინარეობდა და ამ წუთშიც მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. არსად არის ჩახერგილი გზა და დღის განმავლობაში, თუ სადმე პრობლემა შეიქმნება, ჩვენ მყისიერად იქ ვიქნებით”, – განაცხადა შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები