ზუგდიდში ავარიის შედეგად ორი მძღოლი და ერთი ქვეითი დაშავდა
ზუგდიდში ლაზის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქად დაშავდა ორივე ავტომობილის მძღოლი და ერთი ქვეითი. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა.
დაშავებული ქვეითი, სასწრაფო დახმარებამ პროფილაქტიკის მიზნით, საავადმოფოში გადაიყვანა, მედიკოსების თქმით, იგი კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფილებელი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
შინაგან საქმეთან სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.