სკრის საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სკრის საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გორის მერიამ სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 5 იანვარს გამოაცხადა.

პროექტის სატენდერო ღირებულება 929 555 ლარია.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს.

„პროექტი ითვალიწინებს საბავშვო ბაღის შენობის სრულ რეაბილიტაციას. გარდა შენობისა, კეთილმოეწყობა ეზო და ობიექტის მიმდებარედ არსებული შიდა გზები და მოედნები. სკრის საბავშვო ბაღის შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მას დღემდე მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში აშენდა ერთი და რეაბილიტირდა 20 სააღმზრდელო დაწესებულება”, – აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები