სამეგრელოში კოვიდ-19-ის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 82

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 42 კოვიდპაციენტი.

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდპაციენტის გარდაცვალების ფაქტი არ გოვლენილა.

რაც შეეხება რეგიონის მასშტაბით კოვიდინფიცირებულებს, მონაცემები ასე გამოიყურება:

„რუხის კლინიკაში 67 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში 37 კოვიდდადასტურებულია, მათ შორის მძიმეა ხუთი მათგანის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 40 პირია მოთავსებული, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 14 ინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებული, მათ შორის ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 27 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 40 ინფიცირებული მოქალაქე რჩება, მძიმეა ერთის მდგომარეობა”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 21 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები