საგარეჯოში მანავის ციხესთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტეში, მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ჯამური ღირებულება 1 260 000 ლარს შეადგენს.
კახეთში, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, რომელმაც დღეს სამუშაოები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა, განმარტა, რომ
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონში ჯამში 3 პროექტი დაფინანსდა.

” აღნიშნული პროექტის დასრულებით გაიზრდება ტურისტული პოტენციალი. მანავის ციხე და მიმდებარე ტერიტორია, მეტად მიმზიდველი ადგილი იქნება დამთვალიერებლებისთვის “,- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ტურისტული დანიშნულების ობიექტებამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხოლო თელავში, ორ მსხვილ სავაჭრო ობიექტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იქნა დაფინანსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები