პანდემიის მიუხედავად, თელავში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

პანდემიის მიუხედავად, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის ჭაბურღილები ეწყობა, სოფელ რუისპირში დასრულდა ერთი ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები, ამავე სოფელში ეწყობა მეორე ჭაბურღილიც, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს რუისპირის წყალმომარაგებას.
ასევე, ახალი ჭაბურღილები შენდება შალაურში, იყალთოსა და ვარდისუბანში.
ზემოთ აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 1 091 368 ლარია.
კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც ამ დროისთვის, თელავში მიმდინარეობს, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობას ითვალისწინებს. გარდამავალი პროექტის ჯამური ღირებულება 3 304 037 ლარია.

,,თელავის მუნიციპალიტეტი ასევე აპირებს პროექტის შესყიდვას, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული სამუშაოები თელავის მასშტაბით შესრულდება.

მოგეხსენებათ, რომ მოხდა მიწის საფარის დამუშავება, ჩაიდო მიწის შიდა და გარე კომუნიკაციები.
შესაბამისად პრიორიტეტული გახდა ეზოების კეთილმოწყობა იმისთვის, რომ მოსახლეობა არ ყოფილიყო არაკომფორტულ მდგომარეობაში.

სამომავლოდ ჩვენ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ვგეგმავთ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მშენებლობას და ჭაბურღილების დამატებას “,- განაცხადა ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა დავით ქსოვრელიშვილმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები