“ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება, რომ მთელ ტაძარში ჩავიდა წყალი” – ქუთათელ-გაიანელი მიტროპოლიტი
გელათის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით , დღეს ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართა. საპატრიარქოს საბჭოს წარმომადგენლებმა, ქუთათელ – გაენათელმა მიტროპოლიტმა, სასულიერო პირებმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობისა და წმ. გიორგის სახელობის ტაძრებზე არსებული ვითარებისა და დროებითი ღონისძიებების შესახებ ერთობლივად იმსჯელეს. მიმოიხილეს არსებული ხარვეზები, კედლის მხატვრობის მდგომარეობა და დასახეს მათი გამოსწორების გზები.
,,სამწუხაროდ, ხდება ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება, რომ მთელ ტაძარში ჩამოვიდა წყალი. ეს ასე არ არის, მაგრამ, რადგან მოხდა გაჟონვა, ვალდებულები ვართ მთელი ტაძარი დავიცვათ. ეს დაცვითი სამუშაოები ჩატარებულია. როგორც ხედავთ, დღეს წყალი არ ჟონავს”,- განაცხადა მეუფე იოანემ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა.
,,გელათი დროებით სახურავშია, წყლის ჩადინება აღარ ფიქსირდება, მხატვრობას გამოშრობა აქვს დაწყებული. მაგრამ ეს არ გავძლევს დამშვიდების საფუძველს. ეს არის დროებითი ღონისძიება და დროებით ღონისძიებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები .მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან, სპეციალისტებთან, რომლებიც სახურავის მოწყობაში დაგვეხმარებიან”, – განაცხადა ნიკა ანთიძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.