სპორტსმენი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა
ქართული ძიუდოს ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადა საქართველოს დროშის ქვეშ მოიგო.
დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა. მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, სეფსისი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.