იუსტიციის მინისტრი: ბიძინა ივანიშვილმა მართვის სადავეები გადასცა „ქართული ოცნების“ ჯანსაღ, შეკრულ გუნდს
ბიძინა ივანიშვილმა მართვის სადავეები გადასცა „ქართული ოცნების“ ჯანსაღ, შეკრულ გუნდს, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მაღალი სტანდარტი დაამკვირდა.
„ბიძინა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, დაამკვირდა საოცრად მაღალი სტანდარტი იმ თვალსაზრისით, რომ მან იმის შემდეგ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მესამეჯერ გადასცა ქართველმა ხალხმა არჩევნების შედეგად მანდატი, მან მართვის სადავეები გადასცა „ქართული ოცნების“ ჯანსაღ, შეკრულ გუნდს, რომელსაც მზაობა აქვს, მართოს ეს ქვეყანა“, – აცხადებს გოჩა ლორთქიფანიძე