ნათია თურნავა: ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის და წასვლის პროცესი ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი იყო – მან დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა მმართველობით სადავეებს

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და იმავდროულად არის დიდი ქველმოქმედი და მისი დღევანდელი განცხადებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, – ამის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის და წასვლის პროცესიც ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი იყო.

„ის მოვიდა პოლიტიკაში იმ დროს, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და ქართულ საზოგადოებას სწყუროდა ცვლილებები და მან და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანეს ეს ცვლილებები და დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა მმართველობით სადავეებს. ამ წლების განმავლობაში დაამკვიდრა პრაქტიკულად ახალი მმართველობითი დემოკრატიული სტანდარტი, ჰუმანური სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე არის ორიენტირებული. დღეს, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ მესამედ, რაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, ნდობის მანდატი მიანიჭა ისევ „ქართულ ოცნებას“, ბატონი ბიძინა მიდის პოლიტიკიდან და ამით ადასტურებს, რომ მისი მთავარი სწრაფვა, მთავარი ამოცანა ძალაუფლების მოხვეჭა კი არ იყო, არამედ ის, რომ შექმნა სტაბილური გარანტიები იმისა, რომ რევანში შეუძლებელია და საქართველოს საზოგადოება არის საკმაოდ მომწიფებული იმისთვის, რომ დემოკრატიული, სტაბილური, ევოლუციური განვითარების გზით იაროს და არ დაუჭიროს მხარი ამბოხს, პროვოკაციას, რევოლუციას და ა.შ.“, – განაცხდა თურნავამ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები