ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებული წავიდა პოლიტიკიდან, ეს არის თავისუფალი და დასავლური ფასეულობებით მოაზროვნე ადამიანის გადაწყვეტილება

ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებული წავიდა პოლიტიკიდან. მან და მისმა პარტიამ მესამედ მოიგო არჩევნები და ამ ფონზე გადაწყვიტა ივანიშვილმა დაუბრუნდეს კერძო ცხოვრების წესს, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ეს არის თავისუფალი და დასავლური ფასეულობებით მოაზროვნე ადამიანის გადაწყვეტილება, რომელმაც წაარმატებას მიაღწია კაპიტალიზმის და საბაზრო ეკონომიკის შემოსვლის ფონზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

„უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა ქართველი პოლიტიკოსისაგან, როცა მშვიდობიანად მიდის პოლიტიკიდან და თანაც მაშინ, როცა ის გამარჯვებულია. თორემ წაგებულების წასვლა ბევრი გვინახავს.

ეს არის თავისუფალი და დასავლური ფასეულობებით მოაზროვნე ადამიანის გადაწყვეტილება, რომელმაც წაარმატებას მიაღწია კაპიტალიზმის და საბაზრო ეკონომიკის შემოსვლის ფონზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

საინტერესო 2021 წელი გველის, როცა უნდა ჩავატაროთ ადგილობროვი არჩევნები და კარგად გავაანალიზოთ რეგიონალური პრობლემები, რისი მოწმეებიც ჩვენს გარშემო ვართ“, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები