ირაკლი ბერაია: ბატონმა ბიძინამ დაამკვიდრა უმაღლესი, უპრეცედენტო სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში საკუთარი გადაწყვეტილებებითა და ნაბიჯებით
ბატონმა ბიძინამ დაამკვიდრა უმაღლესი, უპრეცედენტო სტანდარტი ზოგადად ქართულ პოლიტიკაში საკუთარი გადაწყვეტილებებითა და საკუთარი ნაბიჯებით, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ბიძინა ივანიშვილის წერილს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და მას შეუძლია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის სრულიად ახალ ეტაპზე გადაყვანა.
„ამ კონრეტულ გადაწყვეტილებას ბატონი ბიძინა ივანიშვილი არგუმენტირებულად ასაბუთებს თავის წერილში. მე გამოვყოფდი რამდენიმე დეტალს. ის საუბრობს, რომ დღეს ქვეყანა დგას სწრაფი განვითარების შეუქცევად გზაზე, სადაც ჩვენ სწრაფი ტემპებით მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ, სადაც ქართული დემოკრატია მტკიცდება და ჩვენი ქვეყნის განვითარებას ვერაფერი ვერ შეაფერხებს. მმართველი გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და ჩვენს გუნდს დღეს, რასაკვირველია, შეუძლია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის სრულიად ახალ ეტაპზე გადაყვანა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.