ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: ესაა სრულიად განსხვავებული, დემოკრატიული და მორალური სტანდარტი – არ გქონდეს ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ სწრაფვა
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამას ჩვენი საზოგადოება ეტაპობრივად შეაფასებს. დემოკრატიული პროცესისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.
„ესაა სრულიად განსხვავებული, დემოკრატიული და მორალური სტანდარტი – იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ სწრაფვა. ესაა ავტოკრატიისა და ტირანიისკენ მიმართული მიდგომა, როდესაც ადამიანს აქვს ამბიცია, მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში. ეს არაჯანსაღი ამბიცია ჰქონდათ 2012 წლამდე არსებულ ხელისუფლებასა და მათ ლიდერებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.