სამეგრელოში კორონავირუსი 48 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 42

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი მოქალაქე, გამოჯანმრთელდა 42 კოვიდპაციენტი.

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, გარდაცვლილი 80 და 81 წლის პაციენტები “სენამედის” კოვიდ კლინიკაში გადიოდნენ მკურნალობის კურსს.

რაც შეეხება რეგიონის მასშტაბით კოვიდინფიცირებულებს, მონაცემები ასე გამოიყურება.

„რუხის კლინიკაში 66 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში 37 კოვიდდადასტურებულია, მათ შორის მძიმეა ხუთი მათგანის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 39 პირია მოთავსებული, მათ შორის მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 14 ინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებული, მათ შორის ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 24 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 36 ინფიცირებული მოქალაქე რჩება“, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 31 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები