ბიძინა ივანიშვილი – განვლილი წლების ურთულესი პოლიტიკური პროცესების მთავარი გამარჯვებული არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ საზოგადოებაა, რომლის სიმწიფე ქვეყნის მომავლის მყარი საფუძველია

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვაწელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტორამ მოხდა – სამართლიანი და თანასწორიარჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატისმიღება შეძლო. ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივიძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავოაღიარებაა და სწორედ ეს გამარჯვება ჩაუყრისსაფუძველს ახალ ეტაპს საქართველოს ისტორიაში“ – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიულისაქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიდღეს გავრცელებულ წერილში საუბრობს.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, უკანასკნელისაპარლამენტო არჩევნები ისტორიულიმნიშვნელობისაა.

„ამ არჩევნებმა ყველაზე ნათლად აჩვენა, რომდასრულდა ადამიანების გრძნობებითმანიპულირებისა და ხალხის ნების სხვადასხვაგზით შეცვლის მრავალწლიანი  პრაქტიკა. ამდამანგრეველმა პრაქტიკამ, რომელიც, გულწრფელად მწამს,  ერთხელ და სამუდამოდწარსულს ჩაბარდა, ჩვენი სამშობლო ლამისუფსკრულში გადაჩეხა. ამ არჩევნებმა ნათლადგამოაჩინა  დემოკრატიის მიმართ ქართულისაზოგადოების სახელმწიფოებრივიპასუხისმგებლობა, კონსოლიდაციის, რაციონალურიდა კრიტიკული აზროვნების უნარი. ჩვენმასაზოგადოებამ გაუძლო უპრეცედენტოსაინფორმაციო სიყალბესა და ქაოსს და არჩევანიგააკეთა პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც არასოდეს უღალატებს იმღირებულებებს, რომლებმაც 2012 წელს გააერთიანადა შეაკავშირა ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი. ხალხმა საბოლოოდ ირწმუნა, რომ თავად არისსაკუთარი მომავლის შემქმნელი, რომხელისუფლება მის ხელშია და მან უნდა მიიღოსქვეყნის განვითარებასა და წინსვლასთანდაკავშირებული გადაწყვეტილებაც. ამიტომაც, განვლილი წლების ურთულესი პოლიტიკურიპროცესების მთავარი გამარჯვებული არარომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედსაზოგადოებაა, რომლის სიმწიფე და მდგრადობაქვეყნის მომავლის ყველაზე მყარი საფუძველია“ -ნათქვამია წერილში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები