ფოთში აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლეს

ფოთში გუშინ აქციაზე დაკავებული ოთხი აქტივისტი უკვე გათავისუფლებულია. გათავისუფლებული აქტივისტების თქმით, ისინი მშვიდობიან აქციას მართავდნენ.
„ჩვენ მშვიდობიანად მივედით მერის საცხოვრებელ სახლთან საქართველოს დროშებით. მან კი დაგვახვედრა იქ „ზონდერ ჯგუფები“, თავისი საახლობლო, დაახლოებით 30 ადამიანი იყო. აგრესიულები იყვნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და მათი მხრიდან გამოწვეულმა პროვოკაციამ გამოიწვია ჩემი და ჩემი თანაბრძოლების დაკავება. გუშინ, გვიან ღამით მე გამათავისუფლეს, დანარჩენი სამი კი დღეს გაათავისუფლეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გათავისუფლებულმა ანა იოსავამ.
შსს-ს ინფორმაციით, საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობას ედავება.
ცნობისთვის, გუშინ ფოთში ადგილობრივებმა ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნი გააპროტესტეს და ქუჩა გადაკეტეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა ქალაქის მერის საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლა, სადაც დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები