ახალციხეში დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს

ახალციხეში დაკარგული 17 წლის მოზარდი, სამართალდამცავებმა მესამე დღეს იპოვეს.

როგორც ირკვევა, პოლიციამ დაკარგული არასრულწლოვანი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვა.

ნაპოვნი ბიჭი თავს კარგად გრძნობს, თუმცა შსს-ს თანამშრომლებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, 17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საავადმყოფოს თანანშრომლების ინფორმაციით, მას გამოკვლევები უტარდება.

შეგახსენებთ, რომ 17 წლის ბიჭი, ახალციხეში ერთ–ერთ ოჯახში მინდობით აღზდაში იმყოფება.

ცნობისთვის, მოზარდი 8 იანვარს დაიკარგა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები