გასულ 24 საათში კახეთში კოვიდინფიცირების 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 1 143 შემთხვევიდან 58 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 488 შემთხვევა, აჭარა – 88, იმერეთი – 143, ქვემო ქართლი – 73, შიდა ქართლი – 64, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 138, კახეთი – 58, მცხეთა-მთიანეთი – 51, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1 “,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 19- ს 23 პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები