მეხანძრე-მაშველებმა ღამის განმავლობაში, ტყისა და მინდვრის 2 ხანძარი ჩააქრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბუნებაში გაჩენილი ხანძრების ჩასაქრობად უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ღამის განმავლობაში გაჩნდა 2 ახალი კერა გურიაში, სოფელ მამათში, სამცხე-ჯავახეთსა და ასპინძაში. გურიასა და ასპინძაში ხანძარი ლიკვიდირებულია, ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში. დობარაზენში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები