ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსების თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. მას ჭრილობები გულ-მკრედის არეში აქვს მიყენებული.

ცნობილია, რომ დაჭრა ყოფით ნიადაგზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდართან დაკავშირებით “რეგიონული კვირა” დამატებით დეტალებს არკვევს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები