კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა
კახეთში კოვიდ 19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. ხანდაზმული ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში დაუდასტურეს.
რეგიონის მასშტაბით ეს ვირუსით გარდაცვალების 83-ე შემთხვევაა.
რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 1052- ია, ხოლო დღის განმავლობაში თვითიზოლაციიდან 158 ადამიანი მოიხსნა.
ცნობილია, რომ ბოლო 24 საათში ვირუსი 150- მა მოქალაქემ დაამარცხა.