კახეთში თანამედროვე სტანდარტების მოლეკულური ლაბორატორია გაიხსნა
კახეთში, ქალაქ საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკის ბაზაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების მოლეკულური ლაბორატორია გაიხნა. ლაბორატორია ერთდროულად, ბიოლოგიური მასალის 300- მდე კვლევის შედეგს 24 საათში გამოიკვლევს და პასუხს პაციენტს დროულად აცნობებს.
ახლადგახსნილი ლაბორატორია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და აღნიშნა, რომ დაწესებულებას რეგიონში ანალოგი არ აქვს.
“პანდემიის ფონზე ეს არის საუკეთესო საშუალება ოპერატიულად მოხდეს ნიმუშის კვლევა და შემდეგ დროულად ადრესატს პასუხი ეცნობოს. ამასთან, “ აღსანიშნავია, რომ “ჯეო ჰოსპიტალსის“-მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია მონაწილეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის SARS-CoV-2 ვირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხარისხის გარე შეფასების სისტემაშიც.”- აღნიშნა კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ამოქმედებასთან ერთად, „ჯეო ჰოსპიტალსი“ ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი ბიოლოგიური მასალის ტრანსპორტირებას ქვეყნის მასშტაბით, ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვით.