ფოთში პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა

დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილობრივები მერის ადმინისტრაციულ შენობასთან ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებედნენ და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.
მერიიდან მათ არავინ გამოხმაურებია, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მერის საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლეს. სადაც მათივე განცხადებიით, მერის მეზობლები და ახლობლები დახვდნენ და მათ შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით სამი აქტივისტი დააკავა. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.
,,დღეს თევზის სუნთან დაკავშირებით მერიასთან შევიკრიბეთ, შემდეგ მერს ვთხოვეთ მოსულიყო და პასუხი გაეცა იმ კითხვებზე რაც გვაწუხებდა, მერმა უგულებელყო ჩვენი მოთხოვნა და გვითხრა, რომ არ მოვიდიდა, შემდეგ გადავინაცვლეთ მის სახლთან და იქ ვაპირებდით პროტესტის გაგეძელებას, მაგრამ იქ დაგხვდა პოლიციელები, ასევე, ალბათ მერის სანათესაო, ახლობლები და მეზობლები. მოხდა დაპირისპირება, გადაიზარდა ჩხუბში და დააკევეს სამი აქტივისტი ერთი გოგო და ორი ბიჭი, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. ახლა მიმდინარეობს მათი პროცესი, გვითხრეს გოგონას დღეს გამოუშვებენ, ხოლო ხვალ საპროცესო ექნება ორ ბიჭს“,- განაცხადა აქციის მონაჭილე ანა ჯოჯუამ.
შეგახსენებთ, დღეს ფოთში ადგილობრივებმა ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამივნო სუნი გააპროტესტეს და აღმეშებლის ქუჩა გადაკეტეს.
ცნობისთვის, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი საწარმო ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები