სამეგრელოში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია

მარტვილში, სოფელ ბალდას მთის ფერდობზე და წალენჯიხაში, სოფელ სქურში არსებული ტყის ხანძრები ლიკვიდირებულია, ერთი კერაა დარჩენილი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში, სადაც ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი ავრცელებს.
ყველა ლიკვიდირებულ კერაზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.
ქვეყნის მასშტაბით ამდროისთვის მინდვრის და ტყის ხანძრების ქრობაში ჩართულია 500 მეხანძრე-მაშველი. მეხანძრე-მაშველებმა დღეს ტყის და მინდვრის ხანძარის 5 კერის ლიკვიდაცია შეძლეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები