ახალციხეში 17 წლის მოზარდს მეორე დღეა ეძებენ
ახალციხეში 17 წლის მოზარდს ორი დღეა ეძებენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბიჭი ბოლოს მეურვესთან ერთად, ცენტრალურ პარკში შენიშნეს.
დაკარგული მოზარდი მინდობით აღზრდაში იმყოფება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მსგავსი შემთხვევა პირველი არაა, რადგან 17 წლის მოზარდმა სახლიდან გაპარვა ადრეც სცადა.
როგორც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ცენტრში აცხადებენ, ფაქტის შესახებ დროულად განხორციელდა მყისიერი რეაგირება.
17 წლის მოზარდის გაუჩინარების საქმეში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
ოჯახის წევრების გარდა, დაკარგულ მოზარდს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოებიც ეძებენ.
ამ დროისათვის, უკვე დაკითხულია 17 წლის მოზარდის მეურვე და ოჯახის წევრები.
შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები.