გორში კოვიდინფიცირებული კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

გორშჯ, კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებების გამო, კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 65 წლის უროლოგი მირიან არსაკიძე გორის პოლიკლინიკაში მუშაობდა.

ის კოვიდ-19-ით სამუშაოს შესრულების დროს დაინფიცირდა და ინფექციის დადასტურებიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოს თავად მიმართა.

როგორც “გორმედის” კლინიკაში ამბობენ, მას ფილტვის მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები