ახალციხეში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოჯახის 5 წევრი მოიწამლა

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივმა აირმა გაჟონა.
შემთხვევის შედეგად მოიწამლა ოჯახის 5 წევრი.

ოჯახის ყველა წევრი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სასწრაფო სამსახურის ბრიგადამ გადაიყვანა.

“მეზობლებმა დავრეკეთ სასწრაფოში. ყველა უგონოდ იყო სახლში რომ შევედით. თვეების ბავშვიც იყო ოჯახში”,-განუცხადეს “რეგიონულ კვირას” მეზობლებმა.

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის უფროსის, რევაზ კუჭუხიძის განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები