აქცია ფოთში – ადგილობრივები თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ
ფოთში მერიის ადმინტრაციულ შენობასთან ადგილობრივები თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. მათ მერიის შენობასთან თევზი მიიტანეს.
აქციის მონაწილეებმა ფოთის მერთან, გოჩა კურდღელიასთან შეხვედრის მოთხოვნის მიზნით აღმაშენებლის ქუჩაც გადაკეტეს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ისინი აქციის მონაწილეებს სავალი გზის გათავისუფლებისკენ მიუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი ლიცენზირებული საწარმო ფუნქციონირებს, ისინი თევზის გადამუშავებისას უსიამოვნო სუნის ნაკლებ გამოყოფას უზრუნველყოფს.