შიდა ქართლში კორონავირუსით 2 პირი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსით 2 პირი გარდაიცვალა. ინფიცირების შედეგად გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 59 წლის მამაკაცი, რომელსაც თანხლები დაავადება, თირკმლის უკმარისობა ჰქონდა და დიალეზზე იმყოფებოდა.

შიდა ქართლში კორონავირუსით გარდაცვლილი მეორე პირი გორში მცხოვრები 70-წლამდე მამაკაცი.

გასულ დღე-ღამეში, რეგიონში კოვიდინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,75 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

თვითიზოლაცია მოეხსნა 79 პირს, სულ იზოლაციაში 1032 მოქალაქე იმყოფება.

რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4884 შეადგენს, მათ შორის 1235 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები