სამეგრელოში კორონავირუსი 183 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 52

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 183 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი მოქალაქე, გამოჯანმრთელდა 52 კოვიდპაციენტი.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, გარდაცვლილი 76 წლის პაციენტი თბილისში, „საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადიოდა მკურნალობის კურსს.
რაც შეეხება რეგიონის მასშტაბით კოვიდინფიცირებულებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ექვს კოვიდცენტრში 214 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 22 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა.
„რუხის კლინიკაში 64 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში 36 კოვიდდადასტურებულია, მათ შორის მძიმეა ხუთი მათგანის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 38 პირია მოთავსებული, მათ შორის მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 18 ინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებული, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 25 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 33 ინფიცირებული მოქალაქე რჩება“, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
ბოლო 24 საათის მონაცემებით, რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 37 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები