ბოლო 24 საათის განმავლობაში კახეთში კოვიდ 19-ის 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კოვიდ 19- ით ინფიცირების 2 058 შემთხვევიდან 131 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 808 შემთხვევა, აჭარა – 107, იმერეთი – 363, ქვემო ქართლი – 150, შიდა ქართლი – 165, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 183, კახეთი – 131, მცხეთა-მთიანეთი – 62, სამცხე-ჯავახეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 19- ს 22 პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები