“ თვითონ ყვიროდა არაადამიანური ხმით საშველად” – ჩხოროწყუში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ჩხოროწყუში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მეზობლების ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცს, რომელმაც 62 წლის მამა  მოკლა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.
ახლობლების თქმით, მკვლელობის შემდეგ მან თვითმკვლელობაც სცადა და ცივი იარაღით თვითდაზიანებები მიიყენა.
„თვითონ ყვიროდა არაადამიანური ხმით საშველად. ეს ბიჭი ქუთაისის ფსიქიატრიულში მკურნალობდა და სულ ცუდად იყო. არ ვიცი რა გახდა მიზეზი ამ ყველაფრის, მაგრამ საშინელი ფაქტი მოხდა. მამა უკარგესი პიროვნება იყო. გარდაცვლილს გულმკერდის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული და ადგილზევე გარდაიცვალა. სახლში მარტო ყოფილან, დედა ბებიასთან იყო წასული. სავარაუდოდ მკვლელობამდე მათ შორის შელაპარაკება მოხდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.
რა გახდა მამა-შვილს შორის შელაპარაკების მიზეზი ამ ეტაპზე, უცნობია. არსებული ინფორმაციით, დაჭრილ მამაკაცს სამედიცინო დახმარება ჩხოროწყუს სამედიცინო დაწესებულებაში გაუწიეს, ამის შემდგომ კი, იგი ქუთაისის ფიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები