იმერეთსა და სამეგრელოში ტყის და მინდვრის ხანძრის ორი ახალი კერა გაჩნდა

საქართველოში გვიან ღამით ტყის და მინდვრის ხანძრის 2 ახალი კერა გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ერთი ახალი კერა დაფიქსირდა იმერეთში, მეორე მარტვილის სოფელ ბალდაში, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმაორი დღის წინ ხანძრის ლიკვიდირება მოახერხეს. ​ადგილზე სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საჩხერეში, სოფელი ვაკისაში კი, იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი რკალზე. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.

გარდა ამისა, ხანძრის კერებია დობერაზენში და ორი წალენჯიხაში, სოფელ სქურში. სქურში ორივე კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლში. კასპში, რკონის ხეობაში კერებთან მიყვანილია წყლის მაგისტრალები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

ქვეყნის მასშტაბით ამ
დროისთვის მინდვრის და ტყის ხანძრების ქრობაშიჩართულია 500 მეხანძრე-მაშველი.

არსებული 6 კერიდან 3 ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამშეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები