ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლეწურწუმეს უბანში შვილმა მამა მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.
რა გახდა მამა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ამ ეტაპზე, უცნობია. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი შვილი ამ დრომდე, სახლში იმყოფება. მის სამედიცინო დაწესებულებაშჯ გადასაყვანად გამოძახებულია რეანომობილი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
“რეგიონული კვირა” მომხდარის დეტალებს ადგილზე არკვევს.