პანკისში ” ამნისტიის შესახებ ” კანონში ცვლილებების მოთხოვნით აქცია გაიმართა

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, მშვიდობიანი აქცია გაიმართა. ხეობის მოსახლეობის თქმით, ისინი „ამნისტიის შესახებ” კანონის დამტკიცებას მიესალმებიან, თუმცა მათ პროექტში დამატებითი მუხლის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

აქციის მონაწილეებმა ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე დაკავებულების სასჯელის შემსუბუქებაზე ისაუბრეს, როგორც მათი თქმით, კარგი იქნება, თუ ჩატაევის საზღვარზე შემოყვანის ბრალდებით მსჯავრდებულ 4 ახალგაზრდას შეღავათები გაეწევათ, რადგან, დანაშაული გაუცნობიერებლად ჩაიდინეს.

საპროტესტო აქციაზე პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრებიც იმყოფებიდნენ.
ხასო ხანგოშვილის განცხადებით, მოსახლეობა უახლოეს დღეებში ხეობაში ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს, რომელსაც ახმეტა-თელავი-ყვარელი- ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატ, ირაკლი ქადაგიშვილს პარლამენტთან შუამდგომლობისთვის გაუგზავნიან.

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ” პროექტით მეორე მოსმენით 86 ხმით არც ერთის წინააღმდეგ 5 იანვარს დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები