გურჯაანში თონის საცხობში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში თონის საცხობის თანამშრომელი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი შემთხვევისას სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მიხეილ გიორგაძე უგონო მდგომარეობაში ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნახა და 112-ში დარეკა.

გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი უცნობია .

ცხედრი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადაასვენებული.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115- ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები