სამეგრელოში მეხანძრე-მაშველები ხანძრის 3 აქტიურ კერას ებრძვიან

ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის არსებული ხანძრის 7 კერიდან 4 სამეგრელოშია, მათ შორის, ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში აცხადებენ.
მათივე ცნობით, ხანძრის 2 აქტიური კერა წალენჯიხაშია, ერთი სოფელ სქურში, მეორე სოფელ ფახულანში. ხოლო მესამე აქტიური კერა მარტვილის მუნიციპალიტეტშია, სოფელ დობარაზენში.
რთული რელიეფისა და მძიმე ბუნებრივი პირობების გამო, ტყის ხანძრებს, უკვე მეექვსე დღეა მაშველები აქტიურად ებრძვიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები