სამეგრელოში კოვიდ-19-ით 34 პირი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 54
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ვირუსს სენაკის კლინიკაში ერთი პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელდა 54 მოქალაქე.
„რუხის კლინიკაში 66 კოვიდ პაციენტი იმყოფება, მათგან 32 მძიმე. „სენამედის“ კლინიკაში 38 კოვიდინფიცირებული იმყოფება, მათ შორის მძიმე 5 მათგანის მდგომარეობაა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 33 ინფიცირებული, მათ შორის მძიმე 4 პაციენტის მდგომარეობაა. რაც შეეხება, ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალს, 18 მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის 4 მათგანის მდგომარეობა ფასდება მძიმედ. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში – 21 პაციენტია მოთავსებული, სენაკი „ლაზიკა მედიში“ კი 31 პაციენტი იმყოფება“, – აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
რეგიონის მასშტაბით, სულ კარანტინში 90 მოქალაქე იმყოფება.