ქვემო ქართლში კორონავირუსით 15 პირი დაინფიცირდა

ქვემო ქართლში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა-47, იმერეთი-44, ქვემო ქართლი-15, შიდა ქართლი-46, გურია-6, სამეგრელო – ზემო სვანეთი-31, კახეთი-35, მცხეთა-მთიანეთი-15, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0“,- განაცხადა განაცხადა სიჭინავამ.

რა შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფექციით 34 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები