აბაშაში 81 წლის კაცი დააყაჩაღეს – შსს მომხდარს იძიებს
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში, საკუთარ სახლში 81 წლის მამაკაცს სავარაუდოდ ორი ნიღბიანი პირი თავს დაესხა.
არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა მოხუცს ჯერ სცემეს და შემდეგ 500 ლარი წაიღეს. მეზობლების ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.