კახეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

საქართველოში კოვიდ 19- ით ინფიცირების 537 შემთხვევიდან 35 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა-47, იმერეთი-44, ქვემო ქართლი-15, შიდა ქართლი-46, გურია-6, სამეგრელო – ზემო სვანეთი-31, კახეთი-35, მცხეთა-მთიანეთი-15, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 19- ს 34 პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები