მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა
ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ განაცხადა.
ცისანა შარტავას ინფორმაციით, მეუფე ანტონს პატრიარქთან შეხება არ ჰქონია.
„იყო პნევმონია, საშუალო მიმდინარეობის მეუფესთან. 3 თუ 4 იანვარს დაუდასტურდა“,- აცხადებს ცისანა შარტავა.