ავტობანზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
ავტობანზე ოკამის მიმდებარედ, სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლის ჩასაქრობად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი ეკიპაჟი მუშაობდა.
ამ დროისთვის, ცეცხლი ლიკვიდირებულია. როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.