აჭარაში COVID-19-ით 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
აჭარაში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კლინიკებიდან გაეწერა 54 გამოჯანმრთელებული პაციენტი, გარდაიცვალა 1 პაციენტი.
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, გია კიკაბიძის თქმით, 45 წლის მამაკაცის მდგომარეობა ფასდებოდა, როგორც მძიმე და იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში.