გურიაში საშობაო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა

გურიაში, შემოქმედის ეპარქიაში საშობაო მსახურება საღამოს 11 საათზე, ყველა მოქმედ ტაძარში დაიწყო.
ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა აღავლინა.
საკათედრო ტაძარში წირვას უამრავი მორწმუნე დაესწრო, ტაძარში თავიდან სიმჭიდროვე იყო, მღვდელმსახურები ხალხს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებნენ.
ტაძრებში შესაძლებლობის ფარგლებში დაცული იყო დისტანცია და პირბადე ეკეთა ყველა ადამიანს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები