ახალციხეში საშობაო ლიტურგია აღევლინა
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში საშობაო ლიტურგია ამაღლების ტაძარში 12 საათზე დაიწყო.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში წინასაშობაოდ კორონავირუსზე ეკლესიის მსახურთა ნაწილი უკვე გაიტესტა
06-01-2021 13:39 68
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში საშობაო ლიტურგია წმ.შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში 12 საათზე დაიწყო.
როგორც ტაძრის წინამძღვარი ნიკოლოზ აბრამაშვილი აცხადებს, ლიტურგიის დროს გათვალისწინებულია სახელმწიფოს მიერ დადგენილი ყველა რეგულაცია. მრევლს შორის შენარჩუნებულია დისტანცია და სავალდებულოა ლიტურგიაზე პირბადით მისვლა. რაც შეეხება ტრადიციულ საშობაო ალილოს, საზეიმო მსვლელობა ახალციხეში არ გამართულა. ეპარქიაში წინასაშობაოდ ტესტირება უკვე ჩატარდა.
როგორც ამაღლების ტაძარში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ტესტირება სასულიერო პირებს, სტიქაროსნებს, მესანთლეებსა და მგალობლებს ჩაუტარდათ.