ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა 23 საათსა 45 წუთზე დაიწყო.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თხოვნით მიმართა მრევლს, წირვის დასრულებამდე ეკეთოთ პირბადე და დაეცვათ დისტანცია.
ხალხმრავლობის შემთხვევაში, მონიშნული იყო ადგილები ეზოშიც.
შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
დღეს, 7 იანვარს, ბათუმის ქუჩებში მრევლის ტრადიციული მსვლელობა – ალილო არ გაიმართება.